ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად 100 ობიექტი გამოაქვს. მათი ჯამური საწყისი ღირებულება, 150 მლნ ლარია. ქუთაისში 25 მილიონამდე ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონება იყიდება. საუბარია 16 ობიექტზე.
გასაყიდ ობიექტთა შორისაა:
თამარ მეფის ქუჩა №15 -ში მდენარე 637 42 კმ.მ საოფისე ფართი. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 132 000 ლარია;
ჭიათურის ქუჩა №2-ის მიმდებარედ არსებული კვების ობიექტი/სასტუმრო (ფართობი 4026 კვ.მ). საწყისი ფასი – 926 000 ლარი;
ტაბიძის ქუჩა №39ა-ში მდებარე სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი (ფართობი- 9 196 კვ.მ). საწყისი ფასი- 3 490 000 ლარი;
ლადო ასათიანის ქუჩა №96 -ში მდებარე სასტუმრო კომპლექსი (ფართობი – 72 847 კვ.მ). საწყისი ფასი – 9 232 000 ლარი;
სულხან საბას გამზირი №10-ში მდებარე სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი (ფართობი- 8 418 კვ.მ) საწყისი ფასი- 354 000 ლარი;
ახალგაზრდობის გამზირი №19-ში მდებარე სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი (ფართობი-25 958.97 კვ.მ). საწყისი ფასი – 2 105 200 ლარი;
ჯავახიშვილის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე სამედიცინო/სასწავლო დაწესებულება (ფართობი- 2 312 კვ.მ). საწყისი ფასი – 312 100 ლარი;
ჯავახიშვილის ქუჩა №85ა-ს მიმდებარედ არსებული სამედიცინო/სასწავლო დაწესებულება (ფართობი- 11 894 კვ.მ). საწყისი ფასი – 1 605 700 ლარი;
ავტომშენებლის ქუჩა I ჩიხი, №2ა-ში მდებარე სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი (ფართობი-24 381 კვ.მ). საწყისი ფასი – 1 816 000 ლარი;
ზვიად გამსახურდიას გამზ №84ა-ში მდებარე სამრეწველო/სასაწყობე/სავაჭრო ობიექტი (ფართობი – 31 253 კვ.მ). საწყისი ფასი – 1 722 200 ლარი;
სულხან საბას გამზირი №10-ში მდებარე სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი (ფართობი- 8 063 კვ.მ). საწყისი ფასი – 316 000 ლარი;
სულხან საბას გამზირი №10-ში მდებარე სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი (ფართობი- 15 632 კვ.მ). საწყისი ფასი – 501 000 ლარი;
სულხან საბას გამზირი №10-ში არსებული სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი (ფართობი- 4 323 კვ.მ). საწყისი ფასი- 383 000 ლარი;
სულხან საბას გამზირი №10-ში მდებარე სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტ (ფართობი- 3 609 კვ.მ). საწყისი ფასი – 115 500 ლარი;
სულხან საბას გამზირი №15 მიმდებარედ, შესახვევი IV-ში არსებული სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი (ფართობი – 19 695 კვ.მ). საწყისი ფასი – 630 300 ლარი;
9 აპრილის ქუჩა №2-ში მდებარე სამრეწველო/ სასაწყობე ობიექტი (ფართობი- 7 894 კვ.მ). საწყისი ფასი – 1 117 700 ლარი.
ჩამოთვლილი ობიექტების გარდა, ეკონომიკის სამინისტრო ქონებას სხვა ქალაქებშიც ასხვისებს. სამინისტრო ერთდროულად 100 ობიექტი პრივატიზებას ახდენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჯამში, საუბარია 150 მილიონი ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონებაზე.