აქციის მონაწილეები იმ შპს-ების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ნახშირს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ. აქციის მონაწილეები მადნეულის მოპოვების უფლების აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, გარემოს დაცვის პოლიციამ ნახშირით დატვირთული მათი კუთვნილი 5 სატვირთო ავტომობილი გააჩერა. მათ გადაადგილების და რეალიზების საშუალებას არ აძლევს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შპსები, რომლებიც “საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის ” კონტრაქტორები იყვნენ, ხელშეკრულება 2015 წელს ამოეწურათ, თუმცა ნახშირის მოპოვებას ღია კარიერის წესით მაინც აგრძელებდნენ. აქციის მონაწილეები აღიარებენ,რომ ქვანახშირს ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ, თუმცა სხვა გზა არ აქვთ, რადგან ამ შემოსავლით ოჯახებს არჩენენ.
“ჩვენს მიღმა დგანან ოჯახები, გვყავს შვილები და გვაქვს ბანკის ვალები, ამიტომ ნახშირს მოვიპოვებდით და ახალქალაქში გადაგვქონდა გასაყიდად”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იაგო ლომთაძემ.