ქუთაისში მეტეორის ნაწილი ჩამოვარდა

959

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მეტეორის ნატეხი ჩამოვარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

“ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ვიდექი, როცა ჩემ გვერდით მუჭის ხელა გავარვარებული მეტეორის ნატეხი დაეცა. ფოტო გადავიღე“.

თვითმხილველის თქმით, მეტეორის ნაწილი სამხარაულის ექსპერტიზამ წაიღო, გამოსაკვლევად.

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სადაც გამოცემას განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვთ.