ოქროყანაში, თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

855

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 10 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინების ქსელი, სანიაღვრე არხი და 1000 გრძივი მეტრი ბორდიური. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 1.3 კმ სიგრძის გზა მოწესრიგდა. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინიდის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია „პარმა“ ასრულებს.