საბურთალოს რაიონში ორ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

1187

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, როსტევანის ქუჩაზე – შეყლაშვილის ქუჩიდან კვირაცხოვლის ქუჩის მონაკვეთამდე, ჯამში, 5 400 კვადრატული მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

გარდა ამისა, სამუშაოები დასრულდა გოგიძის ქუჩაზე, სადაც 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ამიერიდან კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 551 148 ლარით დაფინანსდა.