ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს.
როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აპარატი მას სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც “ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.
„შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ამასთან, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ გაცდენების გამო, სხვა დეპუტატებიც დაჯარიმდნენ.
რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები ჯარიმდებიან როგორც პლენარული სხდომების გაცდენის, ასევე, კომიტეტების სხდომის გაცდენის გამო.