თბილისში გორდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

524

ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

“დაახლოებით, 50 წელია, რაც გორდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები არ შესრულებულა. გზის საფარი მთლიანად ამორტიზებული იყო და ნალექიან ამინდში მოქალაქეებს ძალიან უჭირდათ გადაადგილება. დავასრულეთ ქუჩის კაპიტალური შეკეთება და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რამდენიმე დღეში გორდის ქუჩაზე ხის ნერგებსაც დავრგავთ”, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 325 000 ლარი დახარჯა.