ნატახტრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალუბანში მიმავალი ცენტრალური და აგარაკებისკენ მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დასრულდა.
ნატახტარი-ახალუბნის მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 2,5 კმ გზის მონაკვეთი და მოწესრიგდა ტროტუარები გამოიცვალა კომუნიკაციები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე.
აგარაკებისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 108 529 ლარი შეადგინა. სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დასრულდა შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპმა” შეასრულა.
ასევე, შიდა საუბნო გზებზე გაკეთდა გარე განათებები, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 16 000 ლარით დაფინანსდა.