ქუთაისის ააიპ „გაბა-ბაღების გაერთიანების“ 37 ფილიალიდან 17-ში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მოზარდების მშობლები დილიდან პროტესტს გამოთქვამენ და ბაღების ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„ჯერ კიდევ 15-ში უნდა ჩართულიყო. ასე გვითხრეს. მოვედით ამ დილით და გაყინული ოთახი დაგვხვდა“, – ამბობს #15 ბაგა-ბაღის მოზარდის მშობელი.
გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ ტექნიკურმა ჯგუფმა ყველა ბაღში მისვლა ფიზიკურად ვერ მოასწრო.
„ფიზიკურად ვერ მოასწრეს ყველა ბაღში მისვლა. შაბათ-კვირა იყო. ახლა გასულები არიან და დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, ყველგან ჩაირთვება“, – აცხადებს დავით წიტაიშვილი.
ქუთაისის ბაღებში ცენტრალური გათბობა 15 ნოემბრიდან უნდა ჩართულიყო.