“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ მაისურაძე წარუდგინა. ამასთან, ხოშტარიამ ადგილობრივებს პარტიის სოციალური პროგრამა გააცნო.
საარჩევნო პროგრამის დეტალებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა და პარტიის წევრებმა ისაუბრეს. მათი თქმით, თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებზე 200 მილიონამდე ლარს ხარჯავს და პოლიტიკური ნების შემთხვევაში ამ თანხების ოპტიმალურად გამოყენებაა შესაძლებელი.
წყარო: იმედინიუსი