დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა. მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულების გათვალისწინებით აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას – ბოლარდების დამონტაჟება. ცინცაძის ქუჩაზე, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნება დასაშვები.
შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი თბილისის 8 ქუჩას მიენიჭა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – ალექსანდრე დიუმას ქუჩა უშუალოდ კალისტრატე ცინცაძის ქუჩას უკავშირდება.