ისნის გამგეობა ავრცელებს ინფორმაციას, 2019 წელს, ცხრა თვის განმავლობაში რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაატარა.
მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა 50 998 კვ.მ ფართობზე; სანიაღვრე ქსელი მოეწყო 4 მისამართზე; რეკრეაციული სივრცეების განვითარებისთვის მოეწყო 16 ახალი სკვერი; 2 მისამართზე 23 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მათ ადგილას მოეწყო სკვერი და ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები; ასევე მოეწყო 14 მრავალფუნქციური სპორტული მოედანი; რეაბილიტირდა და განახლდა 7 საბავშვო გასართობი მოედანი; მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდა 436 მისამართზე; მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მოეწყო 6 საყრდენი კედელი; ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის მოეწყო 12 ფიტნეს ზონა;
ისნის გამგეობის ცნობით, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 193 მისამართზე განხორციელდა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 136 პროექტი დაფინანსდა; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა 10 ღონისძიება;
2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 14 669 232 ლარი დაიხარჯა.