საავტომობილო გზის გახსნამდე, თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენი უფასო ფრენებს შეასრულებს

603
სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი საავტობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასო ფრენების შეასრულებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვერტმფრენი ძირითადად მოქალაქეებს მოემსახურება.

,,ვერტმფრენი მგზავრებს სოფელ ქვემო ალვანში,პროფესიულ კოლეჯ ,,აისის” მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. თუშეთში გაფრენის მსურველები სიაში ჩასაწერად წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ქვემო ალვანში მერის წარმომადგენელს”,-განაცხადეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საავტომობილო მოძრაობა 1 ნოემბერს აიკრძალა. წლის განმავლობაში 7 თვეზე მეტი გზა უამინდობის და დიდთოვლობის გამო იკეტება.