რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 10 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა

578

2019 წლის 10 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას 1 მილიარდ 480 მილიონ 100 ათასი ლარი მოახმარა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტი, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 73%-ზე მეტით აქვს შესრულებული.

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების 10 თვის ათვისება გადანაწილდა შემდეგნაირად:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი – 944 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 73%-ია;

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფოდნი – 281 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 80%-ია;

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 192 მილიონ 900 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 77%-ია და

შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ – 14 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 76 %-ია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 626 მილიონი ლარით ანუ 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.