Airbnb-მა ქართული ენა დაამატა

652

ბინებისა და სახლების გაქირავების სერვის Airbnb-ს დღეიდან 31 ენა დაემატა, რომელთა შორის ქართულიცაა. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომელიც ქართულადაც არის ხელმისაწვდომი.

საქართველოს გარდა სიაში მეზემობელი ქვეყნებიც მოხვდა. დღეიდან სერვისის გაცნობა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც არის შესახლებელი.

აღსანიშნავია, რომ Airbnb-ის პლატფორმა 2008 წელს დაარსდა და მას ამ ეტაპისთვის, მსოფლიოს 191-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში აქტიურად იყენებენ.

მთლიანობაში ამ ეტაპისთის ვებ-გვერდი 62 ენაზეა ხელმისაწვდომი.

„მიუხედავად იმისა, რომ Airbnb-ს პლატფორმით მსოფლიოს 191-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში სარგებლობენ, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ ის სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია, Airbnb-ს პლატფორმის გამოყენება ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის იყოს კომფორტული-მნიშვნელობა არ აქვს, აზერბაიჯანულად საუბრობს თუ ჰინდიზე.

დღეიდან Airbnb-ს პლატფორმით სარგებლობა მომხმარებლებს ორჯერ მეტ ენაზე შეეძლებათ. 62 ენა ნიშნავს, რომ Airbnb-ს პლატფორმის მშობლიურ ენაზე გამოყენება ამიერიდან 4 მილიარდზე მეტ მომხმარებელს შეეძლება მთელ მსოფლიოში.

ახალი 1 ენების დამატებით ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტ მასპინძელს მივცეთ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ხოლო სტუმრებმა შეძლონ ადგილობრივი, ორიგინალური და უნიკალური სამოგზაურო შთაბეჭდილების მიღება.

31 ენა, რომელიც Airbnb-ს პლატფორმას დაემატა: აზერბაიჯანული (აზერბაიჯანი); ალბანური (ალბანეთი); ბოსნიური (ბოსნია); ბულგარული (ბულგარეთი); ესპანური (არგენტინა); ესპანური (ლათინური ამერიკა); ესტონური (ესტონეთი); ვიეტნამური (ვიეტნამი); ზულუ (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა); ინგლისური (ავსტრალია); ინგლისური (გაერთიანებული სამეფო); ინგლისური (კანადა); ირლანდიური (ირლანდია); ლატვიური (ლატვია); ლიეტუვური (ლიეტუვა); მაკედონიური (ჩრდილოეთი მაკედონია); მალტური (მალტა); მონტენეგრული (მონტენეგრო); რუმინული (რუმინეთი); სერბული (სერბეთი); სლოვაკური (სლოვაკეთი); სლოვენური (სლოვენია); სომხური (სომხეთი); სუაჰილი (აფრიკა); ტაგალური (ფილიპინები); ტრადიციული ჩინური (ჰონგ-კონგის სარ); უკრაინული (უკრაინა); ფრანგული (კანადა); ქართული (საქართველო); ქჰოსა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა); ჰინდი (ინდოეთი)”- წერია ოფიციალურ პრესრელიზში.;