გორის მერიამ საახალწლო სანათებისთვის 99 984 ლარი გამოყო

450

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სანათებისთვის 99 984 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 180 მანათობელ დიოდური მილს ე.წ. ლოლოს, 50 მანათობელ ვარსკვლავს, 2 ირმებიან მარხილს და სხვა გასანათებელ მოწყობილობებს შეიძენს.

სატენდერო წინადადებების მიღება 6 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.