სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში? ეს ცნობილი ორშაბათს გახდება. დღეს სპეციალისტებმა სარფიდან ჩოლოქამდე პერიმეტრზე 64 სინჯი აიღეს. ზღვის წყლის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე კვლევა 6-7 კომპონენტს მოიცავს.
რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, 28 ივნისს ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის აკვატორიაში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მათი ინფორმაციით წყალი განსაკუთრებით სუფთა გონიო-სარფი-კვარიათის სანაპიროზეა.
ზღვის წლის ხარისხის შესამოწმებლად მორიგი მონიტორინგი 10 დღეში ჩატარდება.
წყარო: აჭარის ტელევიზია