ქუთაისის მერია საპირფარეშოების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერს აცხადებს. ქალაქის ცენრალურ ნაწილში არსებული საპირფარეშოები, რომლებიც გაუმართავი ფუნქციონირება წლების განმავლობაში პრობლემას წარმომადგენს, შესაძლოა თვითმმართველობის მიერე გაწეული ხარჯებით მოწესრიგდეს.
გამოცხადებული NAT190020622 ტენდერის ფარგლებში 9 ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციიის მომზადებაა დაგეგმილი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ნიკეას, მუხნარის, ძელქვიანის, უქიმერიონის, ავტოქარხნის, ვაკისუბნის და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულების შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან ერთად ცენტრალურ ბულვარსა და წითელ ხიდთან არსებული საპირფარეშოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დაევალება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 946 ლარს შესადგენს. წინადადებების მიღება 9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით მოხდება.
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში მერიამ საპირფარეშოები აუქციონზე გამოიტანა, თუმცა ობიექტის შესყიდვის მსურველი არ გამოჩენილა.
საპირფარეშოების პრობლემა ქუთაისში არაერთხელ გააპროტესტეს. მოქალაქეებმაც თავიანც ინიციატივებში ერთ-ერთ საკითხად საპირეფარეშოების მოწესრიგების აუცილებლობა დაასახელა.