დღეს 29 ოქტომბერს 12 საათზე გირჩის წევრების, მხარდამჭერებისა და შმაქსის მძღოლების აქცია მსვლელობა დაიწყო. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე აპირებენ მისვლას.
“ნებისმიერი ხელის შეშლა შმაქსისთვის არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ხელის შეშლა”, – განაცხადა გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, აქციაზე დააყენებენ სამ მოთხოვნას: შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა; გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს; გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.
Posted by Megrelishvili Elene on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2019