გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ქუჩები ღამით უკვე გაანათეს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში შუქდიოდური ნათურები დამონტაჟდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით ივნისში სულ 7 სოფლის ქუჩების განათება დაიწყო. ეს სოფლებია: ახალხიზა, ერგნეთი, ზემო ნიქოზი, კირბალი, უფლისციხე, ფლავი და ღვარები.
ჯამში, სამუშაოს ღირებულება 270 000 ლარია.