SUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები, №108 მარშრუტზე გავიდა და მეტროსადგური “ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანის მარშრუტზე მოძრავი 4 ძველი “ბოგდანი“ ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩაანაცვლა.
თბილისის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, ახალი ავტობუსები სულ 10 მარშრუტზე გადანაწილდნენ: 4, 10, 28, 34, 42, 56, 66, 78, 103 და 108.
“ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილ 160 ავტობუსს მწარმოებელი ქალაქს წლის ბოლომდე ეტაპობრივად მიაწვდის.
ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.
პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს“, – განმარტავენ მერიაში.