სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო ხვალიდან ახალ ლაბორატორიას აამოქმედებს, სადაც მომაკვდავი ცხოველების დაძინება მოხდება, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, ახალ ლაბორატორიაში ასევე ცხოველების კასტრაცია და სტერილიზაციაც მოხდება.
“ხვალ ახალი ლაბორატორია ჩაირთვება, კონტეინერი მერიამ შეგვიძინა, ლაბოტრატორიაში მოხდება ცხოველების კასტრაცია სტერილიზაცია, მოხდება ისეთი ძაღლების დაძინება, რომლებიც უკვე ვეღარ იცოცხლებს, მომაკვდავია. ძაღლები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, გაუკეთდებათ სპეციალური ვაქცინა, რის შემდეგაც აგრესიული ძაღლები უსაფრთხოები გახდებიან მოქალაქეებისთვის“, – ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი.