“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

874

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

Conti International-მა შეცვალა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება, – ნათქვამია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის…

Posted by ანაკლიის პორტი Anaklia Port on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

Conti International“-ის აქციების წილი 42,18%-ს შეადგენს. Conti ჯგუფმა “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერების“ რიგებიდან გასვლის შესახებ 2019 წლის აგვისტოში განაცხადა.

ამასთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.