საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე 9 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, პროექტების განვითარებასთან ერთად დასაქმებულების რაოდენობაც გაიზრდება.
“საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებზე დასაქმებულია 9 000-ზე მეტი ადამიანი და მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად, ეს რიცხვი მნიშვნელოვად გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ისე კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით”, – აცხადებენ სამინისტროში.
გარდა ამისა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 9 თვის გეგმა 108 %-ით შეასრულა და 9 თვეში 640 კმ გზის რეაბილიტაცია განახორციელა. ამასთან, ქარსელაძის თქმით, 2020 წელს სამუშაოები ჩქარონული ავტომაგისტრალის 175 კმ-ზე იწარმოებს.