გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასაწყობი შენობის შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.
ასაწყობ კონტეინერს გორის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, შეიძენს და სოფელ ბერბუკში განათავსებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარია.
წინადადებების მიღება 1 ნოემერს მთავრდება.
გამარჯვებულმა კომპანიამ კონტეინერის მიწოდება და მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.