ახალციხის სოფელ ელიაწმინდაში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

458

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდაში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე საბავშვო ბაღი განთავსდება, რეაბილიტაციისთვის კი, დაახლოებით, 37 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის თანხა ორი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 2019 წელს 20 000 ლარი, 2020 წელს კი 16 889 ლარი.

შენობაში გაკეთდება ბეტონის ტიხრები, გამოიცვლება კარ–ფანჯარა და მოწესრიგდება სველი წერტილი.

ტენდერი 18 ოქტომბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 26–დან 29 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კვირაში შეასრულებს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წელი იქნება.