თბილისში, დადიანის ქუჩა N77-ში, სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

756

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N77-ში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 58 გრძივ მეტრზე 300 და 400 მმ-იანი გოფრირებული მილები მოეწყო, ამასთან, მათივე ცნობით, მონტაჟდება ორი სანიაღვრე ჭა და ოთხი ცხაური.

“როექტის დასრულების შემდეგ, ნალექის დროს კორპუსის მიმდებარედ წყალი აღარ დაგროვდება, რაც აქამდე დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. აღნიშნული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება”, – განმარტავენ გამგეობაში.