თბილისის მერია ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების შესაძლო აღდგენის საკითხზე განმარტებას აკეთებს

662

წინა სტატია

თბილისის მერია საჭიროების შემთხვევაში იმ ლითონის საფეხმავლო ხიდების კვლავ აწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელთა დემონტაჟი განხორციელდა, განმარტებას აკეთებს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადეენ, ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება და საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება.

“თბილისის მერია, კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით, ახორციელებს ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის კი დაშლილი და დასაწყობებულია 9 ხიდი. წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი.

დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება.

მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერიის განცხადება “ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომელშიც სააგენტო თავად მერიაზე გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობით წერდა, რომ ლითონის საფეხმავლო ხიდები, რომლის დემონტაჟიც თბილისის მერიამ განახორციელა, შესაძლოა, ისევ ააწყონ.