მერიაში არსებულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძე პროკურატურაში დღეს დოკუმენტაციას წარადგენს

851

პარტია ახალი საქართველო დღეს პროკურატურისთვის იმ  დოკუმენტაციის გადაცემას გეგმავს, სადაც პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მერიაში არსებულ კორუფციულ სქემაზეა საუბარი.

ვაშაძის თქმით, სქემა, რომელიც მათი პარტიის სოციალურმა სამსახურმა გამოავლინა, იმ თანხებს ეხება, რომელიც ერთჯერადი დახმარების სახით სოციალურად დაუცველების ნაცვლად, ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე ქართული ოცნების აქტივისტებს გადაეცემათ.

ახალი საქართველო ამ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურას დამნაშავე პირების გამოვლენის და გაფლანგული თანხების ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი