ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის I შესახვევის N5 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ბავშვებისათვის სხვადასხვა სახის ატრაქციონები და ასევე, LED განათების ქსელი მოეწყო. ამასთან, განხორციელდა გამწვანების სამუშაოებიც.
“დასასვენებელ სივრცეში ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა. სივრცის რეაბილიტაცია საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 67 915 ლარი გამოიყო”, – განმარტავენ გამგეობაში.