რატომ არის საქართველო სათხილამური თვალსაზრისით, ექსტრემის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილი, – ამ სათაურით Independent-მა თეთნულდის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ მესტიაში განლაგებული კოშკები “სამეფო კარის“ თამაშების ნაგებობებს ჰგავს.
“ძველი ქვის შენობები მე-12, მე-13 საუკუნეებით თარიღდება, რაც ამ ადგილს შუასაუკუნეების ეფექტს აძლევს. მიუხედავად ამისა, სათხილამურო კურორტი საქართველოში თანამედროვეობის ავანგარდშია. თეთნულდისკენ მიმავალი ჭუჭყიანი გზა მოგზაურობის დროს კიდევ ნახევარი საათით ზრდის, მაგრამ როდესაც საბოლოოდ იქ მოხვდებით, დარწმუნდებით, რომ ფანტასტიკური პანორამა და ცარიელი ფერდობები საუკეთესო იდეა იყო“, – წერს Independent-ი.