გურჯაანში ხევების გაწმენდის პროცესი გაზაფხულზე დაიწყო და სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის, რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს სულ 8 ხევის გაწმენდა იყო დაგეგმილი.
“სტიქიის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით რვა ხევის გაწმენდა დაიგეგმა. აქედან, ხუთი უკვე დასრულებულია, სამზე კიდევ მიმდინარობს აქტიურად სამუშაოები და თვის ბოლომდე სავარაუდოდ ყველგან დასრულდება”, – ამბობს ქიტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხევების გაწმენდისთვის ნახევარი მილიონი ლარი განისაზღვრა. გაიწმინდა: კარდენახის ორი, კალაურის, ჭანდრის, ბაკურციხის,ველისციხის, ჭერმის და ნავთის ხევი.