გორის მუნიციპალიტეტში დეგრადირებული სასოფლო მიწის აღდგენის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

644

გორის მუნიციპალიტეტში 102 ჰა დეგრადირებული სასოფლო მიწის აღდგენის ხელშეწყობისთვის სამწლიანი პროექტი “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის შექმნა იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გორის მერიაში მიწის ნეიტრალური ბალანსის მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

“შეხვედრაზე პროექტის ჯგუფმა განსახილველად თესლბრუნვის საპილოტე პროექტის ჩართვაში დაინტერსებული 9 ფერმერის განაცხადი წარადგინეს.

სამუშაო ჯგუფმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებებს, რომელიც საერთო ჯამში მოიცავდა 102 ჰექტარზე თესლბრუნვის დანერგვის ხელშეწყობის ღონისძიებებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”, – განმარტავენ მერიაში.

საპილოტე პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) აფინანსებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის და (UN Environment) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ხორციელდება.