მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 8 სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

470

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 სპორტულ მოედანზე განხორციელდა. აქედან ხუთ მინისტადიონზე სპორტული ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ზოგიერთ მისამართზე დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი.

ერთ-ერთი რეაბილიტირებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის (თემქა) მე-4 კვარტალში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.

“მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რვა სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ყველა მათგანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარებიც. სხვა უბნებთან შედარებით, ზღვის უბანში უფრო მეტ სპორტულ მოედანს ვაკეთებთ, რადგან ამის საშუალებას ტერიტორიაც გვაძლევს და მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს სპორტული სივრცეებით. ასევე, თბილისის ზღვის სანაპიროსთან მოვაწყვეთ ქვიშის მოედანი, თუმცა ინფრასტრუქტურა მოქალაქეების მიერ მალევე დაზიანდა და ხელმეორედ მოგვიწია სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გავუფრთხილდეთ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ მეტი კეთილმოწყობილი სივრცე გვქონდეს და ახალგზარდებიც უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

რვა მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის
რაიონის გამგეობამ ჯამში, 250 000 ლარამდე დახარჯა.