„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია დაასახელა

968

საქართველოს პარლამენტის წევრი ლელა ქებურია დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატად, თბილისში, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე დაასახელა.

ლელა ქებურიას თქმით,  ზუგდიდში მის წარდგენას „ევროპული საქართველო” ივლისის ბოლოს გეგმავს.

„მნიშვნელოვანია, რომ მე ჩემი ზუგდიდელი ამომრჩევლის წინაშე წარვსდგე როგორც კანდიდატი, ამის შემდეგ დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა  მერობის კანდიდატმა.

ლელა ქებურია დეპუტატი 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საკანონმდებლო ორგანოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით შევიდა, თუმცა მოგვიანებით ენმ-ის ლიდერთა ნაწილთან ერთად პარტია დატოვა და „ევროპული საქართველოს” წევრი გახდა.

წყარო: ლაივპრესი