ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 ოქტომბერს განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა, მოლითის, ბაბის, დეისის, ნუნისის სასოფლო გზებისა და ასევე, წყალაფორეთში საბავშვო ბაღის და გაბეხაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციის მიზნით.
გაერთიანებული ტენდერი 1 241 807 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 1 ნოემბერს დასრულდება.
ხარაგაულის მერიიც ცნობით, ზემოთ აღნიშნული სოფლების ცენტრალურ გზებზე ტენდერები 2018 წელს შედგა, თუმცა კომპანიებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც მათ ხელშეკრულებები შეუწყდათ.