იანვრიდან შუქნიშნები დღისა და ღამის რეჟიმზე იმუშავებენ

636

იანვრიდან შუქნიშნები დღისა და ღამის რეჟიმზე იმუშავებენ. ამის შესახებ მერიის ტრანსპროტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, წერს ბიზნესპრესნიუსი.

მისივე თქმით, ამ მიზნით უკვე ყალიბდება სპეციალური გუნდ/განყოფილება, რომელიც შუქნიშნების მართვაზე იმუშავებს.

„შუქნიშნების ნაწილში მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს დაგეგმილი. უკვე მიმდინარეობს ადმაიანთა შერჩევა განყოფილებისთვის, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება და შუქნიშნების მართვაზე იმუშავებს. ანუ ეს გუნდი იქნება პასუხისმგებელი შუქნიშნების კომფორტულ მართვაზე. შედეგად, შუქნიშნები დღისა და ღამის საათებში განსხვავებული რეჟიმზე იმუშავებს. ამასთან, ელექტროენერგის გათიშვა ქმნის სერიოზულ პრობლემებს, ამიტომ მყისიერად უნდა ხდებოდეს სიგნალის/შეტყობინების მიღება, რომ შუქნიშნების მუშაობას პრობლემა არ შეექმნას და ა.შ. ამ მექანიზმზე მერია უკვე წლიწადნახევარია მუშაობს. პროექტის განხორციელების მიზნით, სპეციალური თანხაც გამოიყო, მხოლოდ წელს ამ მიმართულებით 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა,“-აღნიშნა მუმლაძემ.