ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილის N4-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ერთდროულად, სამი სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
გამგეობის ცნობით, სამუშაოები ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, შპს “დგარი-მ” შეასრულა და პროექტის ღირებულება 21 000 ლარია.
“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, ხოლო მოსახლეობა ამხანაგობის ანგარიშზე თანხის 10% აგროვებს და საერთო სარგებლობისთვის იყენებს. აღნიშნული მისამართის ამხანაგობის წევრებმა, საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხით ეზოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საჩრდილობელი შეიძინეს”, – განმარტავენ გამგეობაში.