დიდ დიღომში თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

623

დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩის N1 კორპუსის მიმდებარედ, 600 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახეობის ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა, – აცხადებენ საბურთალოს რაიონის გამგეობაში.

მათივე ცნობით, მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებულ თითოეულ სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდი მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვა. გარდა ამისა, სპორტულ ინვენტარს აქვს აპლიკაცია, როგორც ანდროიდის, ისე ios-ისთვის, რომლითაც შესაძლებელია ვარჯიშების აწყობა და აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს. სამუშაოები გამგეობის დაფინანსებით, კომპანია “გრინსერვის +”-მა შეასრულა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ორ ადგილზე მოეწყო თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, ერთი დიდ დიღომში, მეორე კი ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. ასეთი სივრცეები საქართველოში პირველად ეწყობა. ვეცდებით, მოსახლეობას მომავალშიც შევთავაზოთ ასეთი თანამედროვე პროექტები“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.