ბორჯომის მერია 359 მოქალაქეს 96 003 ლარით დაეხმარა

596

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბრის თვეში 96 003 ლარის დაფინანსება გასცა.

როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა 359 ბენეფიციარს გაუწია. კერძოდ, 56 123 ლარი 96 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, ხოლო მედიკამენტების შესაძენად 71 ბენეფიციარი 12 530 ლარით დაფინანსდა.

გარდა ამისა, მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.

“ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს“, – ამბობენ მერიაში.