ბათუმში უნებართვოდ აშენებული 8-სართულიანი შენობის დემონტაჟი დაიწყო

988

ბათუმში თავდადებულის ქუჩის 48 ნომერში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, უნებართვოდ აშენებული 8-სართულიანი შენობის დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მშენებარე ობიექტთან განთავსებული იყო დაფა განმარტებით, რომ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა, თუმცა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მშენებლობის დამკვეთის თქმით, მერიისგან ნებართვა არ ჰქონდა თუმცა პასუხს ელოდებოდა, ამიტომაც მშენებლობა დაიწყო და ამის გამო ის 4 000 ლარით დაჯარიმდა.

ბათუმის მერიაში შემთხვევას თავხედობად აფასებენ, შენობის დემონტაჟს კი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევენ. უკანონო მშენებლობა ბათუმის მერიის სიახლოვეს მიმდინარეობდა.