გორის მერიამ ასაწყობი შენობების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა

873

გორის მუნიციპალიტეტის მერია სამი ოჯახისთვის ასაწყობ კოტეჯებს შეიძენს.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სამი კოტეჯის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31`974 ლარია.

გორის მუნიციპალიტეტის გორის მერია ასაწყობ შენობებს მღებრიანშისაყავრესა  და ტამში განათავსებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ასაწყობი შენობების მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.