დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (ქუთაისის ბულვარში) 12 საათზე გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ მიმართული ფოტოექსპოზიცია გაიხსნა.
სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის საკითხი
ორგანიზაცია “თავისუფალი ასოციაცია“ ფონდი ღია საზოგადების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის საკითხი სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის, საქართველოშიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მათივე ცნობით, ფოტოისტორიები 40 წლამდე მშობლებზე მზადდება, რომელთაც
გოგონები ჰყავთ.
“ისტორიები მამების, დედებისა და შვილების ურთიერთობაზე გვიყვება და გვანახებს ემოციებსა და დამოკიდებულებას, რომელიც შეიძლება მანამდე გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი იყო.
თბილისის გმირების შემდეგ „თავისუფალი ასოციაცია“ პერსონაჟებს ქუთაისში იღებს. ერთი მხრივ, საინტერესოა, რეგიონში მაცხოვრებლების ხედვა რამდენად ემთხვევა ან განსხვავდება თბილისის მცხოვრებთაგან, რამდენად აქვთ მზაობა საკუთარი ისტორია სხვებს გაუზიარონ და აქციონ სამაგალითოდ საკუთარი გოგონების მიმართ დამოკიდებულება და აღზრდელობითი მიდგომები.
ქუთაისის მასშტაბით შერჩეულ გმირებს შორის არიან: ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პროფესიონალი, რიგითი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი პატარა გოგონები.
გამოფენა 18 საათზე დაიხურება და პირველი ოქტომბრიდან თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეში გაგრძელდება.