ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი საგზაო პროექტებს მოხმარდება

1014

წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი უპრეცედენტოდ
მაღალია, მომავალ წელს კი დამატებით 70 მილიონი ლარით იზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს
უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ, – აღნიშნა დღეს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა
მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.

“ყველაზე დიდი წილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურაზე მოდის და პირველ რიგში მოიცავს
საერთშორისო მაგისტრალებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის
აუცილებელი. 2020 წელს აქტიურ ფაზაში გადავა ისეთი დიდი პროექტები, როგორებიცაა რიკოთის უღელტეხილისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზების მშენებლობა, დასრულდება ისეთი მონაკვეთები, როგორებიცაა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემოვლითი 41 კმ-იანი მონაკვეთი, სამტრედია-გრიგოლეთის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთი და სხვა,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

2020 წელს, მთლიანად, მილიარდ 315 მილიონი ლარი მოხმარდება ქვეყანაში საგზაო
ინფრასტრუქტურის განვითარებას. საერთაშორისო მაგისტრალურ გზებთან ერთად
მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯება რეგიონალურ და მთის გზის პროექტებზეც. სულ, მომავალ
წელს, რეგიონებში 600 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია-შეკეთების
სამუშაოების განხორციელდება.