თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით თბილისში პირველად 17-25 სექტემბერს საერთაშორისო ფესტივალი “TBILISI MURAL FEST” ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც street art-ის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ ქალაქის 10 კედელი მოიხატა.
წლევანდელი ფესტივალი ფოკუსირებული ბერლინელ მხატვრებზე იყო, თუმცა, მათთან ერთად ქალაქი ევროპელმა, მათ შორის, ქართველმა მხატვრებმაც მოხატეს. ჯამში პროექტში 15 არტისტი მონაწილეობდა.