ანაკლიაში, ჯუმსა და რუხში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები აშენდება.
აღნიშნულის შესახებ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიგა ფარულავამ, რადიო “ათინათში” სტუმრობისას განაცხადა.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
ჯუმსა და რუხში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ანაკლიაში კი სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
გიგა ფარულავას განცხადებით, მიმდინარე წელს საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 180 000 ლარამდე დაიხარჯა, მოწესრიგდა სველი წერტილები და სამზარეულო. საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.