კახა კალაძე – გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება

437

წინა სტატია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დააფიქსირა, რომ მომხრეა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია გაგრძელდეს და თავადაც ეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

„ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს , რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ვაკის გამგებლის ხელმძღვანელობით ვკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც და ძალიან დიდი ნაწილი მომხრეა, რომ სამუშაოები გაგრძელდეს. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა, ვფიქრობ, სწორია სამუშაოების გაგრძელება. ვეთანხმები მოსახლეობას.

„პიქსელიდან“ არაყიშვილის ქუჩამდე 15 ოქტომბრამდე ქვედა ფენებში გზა მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპია, სანიაღვრე ქსელის ჩადება ხდება. ალბათ, ვინც აქ გადაადგილდება, ხედავს, რა სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, მართლაც, საშვილიშვილო სამუშაო კეთდება,“ – განაცხადა კალაძემ.