გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ადმინისტრაციული ცენტრის შენობაში ნაგავი ყრია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
უკვე თვეები, პირველ სართულის ერთ-ერთი ოთახი ნარჩენებითაა სავსე.
არსებული ანტისანიტარიის თაობაზე, რადიო “მოზაიკა” კარალეთში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. იოსებ ჩალაურის განმარტებით, შენობას წელს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და დარჩენილი მასალები სწორედ უფუნქციო ოთახში განათავსეს. მის გატანას კი, როგორც ჩალაური ამბობს, კეთილმოწყობის სააგენტო უზრუნველყოფს.
“ჩვენ შენობას რემონტი ჩაუტარდა და მასალები, რაც დარჩა, განვათავსეთ ამ ოთახში. კეთილმოწყობის სააგენტოს მოხსენებითი ბარათით მივმართე და როგორც ვიცი, მოვლენ და გაიტანენ ამ ნაგავს”, – ამბობს იოსებ ჩალაური.