იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილეები ჰყავს

929

დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა. რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა კი ლევან კიკნაველიძემ დაიკავა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდიდან ოთხი წელი -რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ლევან კიკნაველიძე დღემდე “ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯიას” მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში კი საქართველოს კონტროლის პალატაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქუთაისის სასამართლოში მუშაობდა, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.