გორის მერიას 59 598 ლარიანი ხელშეკრულების გაფორმება უტენდეროდ სურს

458

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 59 598 ლარიანი ხელშეკრულების გაფორმება შპს “არქმშენსტუდია 2002-თან” უტენდეროდ სურს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საქმე ეხება გორის პირველი საჯარო სკოლის ეზოს მოასფალტების სამუშაოებს. შესყიდვის საფუძვლად, გადაუდებელი აუცილებლობა სახელდება, თუმცა სატენდერო დოკუმენტებში ეს აუცილებლობა არ კონკრეტდება.

აღნიშნულ კომპანიას მიმდინარე წელს მერიის 4 ტენდერი აქვს მოგებული. ჯამში, ხელშეკრულებების თანხამ 369 620 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, მერიამ 2 გამარტივებული შესყიდვაც განახორციელა, ჯამში 51 770 ლარის ოდენობით.